"ხვალიდან თოვა შეწყდება, მაგრამ... შესაძლოა ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს" - როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში?
საქართველოში უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
"ნალექი, უმეტესად თოვლის სახით იქნება, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება", - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თბილისში მარტის დასაწყისში შესაძლოა დედაქალაქში ტემპერატურა -11 გრადუსამდეც დაეცეს
- ხვალ, 27 თებერვლის ღამეს, ნალექი ყველგან შეწყდება, ღამის საათებში ცა მოიწმინდება. თუმცა ველოდებით მინიმალური ტემპერატურის დაცემას, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თბილისში ტემპერატურა დაეცემა -7 -5 გრადუსამდე.
- თბილისში თუ გაგრძელდება თოვა?