"საქართველოს რკინიგზა" გაუქმებულ რეისებზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"საქართველოს რკინიგზა" გაუქმებულ რეისებზე ინფორმაციას ავრცელებს

არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ რამდენიმე რეისს აუქმებს.

27 თებერვალს უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:

#802/801 თბილისი-ბათუმი;

#804/803 თბილისი-ბათუმი;

#870/869 თბილისი-ზუგდიდი;

#874-873 თბილისი -ფოთი;

#618/617 თბილისი-ბორჯომი;

#686/685 თბილისი-ბორჯომი;

„მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"