"ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული, ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა"

ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული , - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და სურსათით უზრუნველყოფა.

“ეს დღეები, იცით, რომ ინტენსიურად წარიმართება გზის გაწმენდის სამუშაოები, ამ დღეების განმავლობაშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ მოწყვეტილი სოფლები დაკავშირებოდნენ გარე სამყაროს და სამაშველო სამსახურებმა იმუშავეს განსაკუთრებულად ინტენსიურად ამისათვის. ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა სოფლებისთვის, საკმაოდ ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია შესაბამისი დაზიანებების გამო და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაზეც დღეს გვქონდა მსჯელობა და აქტიურად წარიმართება მუშაობა შემდეგი დღეების განმავლობაში იმისათვის, რომ სრულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.

იმედი გვაქვს ასევე ამინდის - ხვალიდან აღარ არის პროგნოზირებული თოვა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გააიოლებს სამაშველო სამუშაოებსა და გზის გაწმენდის სამუშაოებს, ასევე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოებს. დანარჩენს დაველოდოთ, ჩვენ ყველა სცენარისთვის ვართ მომზადებული.

პრიორიტეტები არის გზების გაწმენდა, კომუნიკაციის აღდგენა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, სურსათით უზრუნველყოფა. კარგია ის, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა იმისა, რომ კრიტიკული გამოძახების დროს ვერ მისულიყო სასწრაფოდ დახმარების ბრიგადა, შესაბამისად, აქაც მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული”, - განაცხადა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"