რას იხსენებს ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი? - კვირის პალიტრა

რას იხსენებს ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერლის მეგობარი?

2010 წლის 22 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა. იმ დღეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და. ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, მათ შო­რის იყო 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ.

ავა­რი­ი­სას ასე­ვე და­ი­ღუ­პა თე­ო­ნას და - ნა­თია. თე­ო­ნას მე­უღ­ლის, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და ვაჟი - მა­მუ­კა. ტრა­გე­დი­ას გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­და­ურჩნენ.

ეკა ყა­რა­უ­ლაშ­ვი­ლი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, შე­საძ­ლოა ისიც იქ ყო­ფი­ლი­ყო, რომ არა წინა დღეს შეც­ვლი­ლი მარ­შრუ­ტი და თე­ო­ნა­სი და ეკას შეხ­ვედ­რის სამი დღით გა­და­დე­ბა.ეკა თე­ლავ­ში ცხოვ­რობს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბის წინ, პრო­ფე­სი­ა­ზე უარი თქვა და საყ­ვა­რელ საქ­მეს და­უბ­რუნ­და. ახლა თე­ლავ­ში "წმინ­და ძმე­ბი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კის სკო­ლა­ში“ ხალ­ხურ სიმ­ღე­რას, გა­ლო­ბას და ხალ­ხურ საკ­რა­ვებს ას­წავ­ლის.

თე­ო­ნა თბი­ლის­ში გა­იც­ნო, მე­ო­რე შეხ­ვედ­რი­სას უკვე და­მე­გობ­რდნენ. ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა თე­ლავ­ზე, რო­მელ­საც რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძის შეს­რუ­ლე­ბამ ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა, თე­ო­ნამ ეკას­თან სტუმ­რად ჩას­ვლი­დან ერთ კვი­რა­ში და­წე­რა. ეკა ამ­ბობს, რომ მას­ზე, რო­გორც გარ­დაც­ვლილ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს და მის­თვის თე­ო­ნა დღე­საც ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი დრო მისი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნა უჭირ­და... წაიკითხეთ ვრცლად