"უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება" - ტრამპის კიდევ ერთი მძიმე განცხადება - კვირის პალიტრა

"უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება" - ტრამპის კიდევ ერთი მძიმე განცხადება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

„შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.

უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს, სექტემბერში გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"