რას წერს რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა - კვირის პალიტრა

რას წერს რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა

ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„მოვუწოდებ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროკომისიას, გაიგონ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის აგრესიული რუსეთის იმპერიის მიმართ ევროპული წინააღმდეგობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქართველებისთვის დახმარების აღმოჩენით, ჩვენ ძლიერი ევროკავშირის შენარჩუნებაში წვლილს შევიტანთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

"ინტერპრესნიუსი"