"ჩავრთე ტელევიზორი და თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაციაა... ჩემში ჯერ მიშა გავარდა აქციაზე, მერე წავედი მე" - რა თქვა სასამართლო პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა - კვირის პალიტრა

"ჩავრთე ტელევიზორი და თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაციაა... ჩემში ჯერ მიშა გავარდა აქციაზე, მერე წავედი მე" - რა თქვა სასამართლო პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იუ­მო­რის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ა­კის­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნატ­როშ­ვილს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე გზის გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბა.

რო­გორც შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის მხრი­დან გზის გა­და­კეტ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც გა­მო­იკ­ვლი­ეს. შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­სა­მარ­თლეს ნა­ტოშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.დაც­ვის მხა­რის თქმით, კი ნატ­როშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლო­ში იშუ­ამ­დგომ­ლა, რომ ნატ­როშ­ვილს სი­ტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნა მის­ცე­მო­და.

თა­ვად ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის თქმით, გზის გა­და­კეტვის მო­ტი­ვით ის უკვე ორ­ჯერ არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი 5 000-5 000 ლა­რით 11-13 თე­ბერ­ვალს. ამ­ჯე­რად კი, მას შსს ედა­ვე­ბა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტთან გზის გა­და­კეტ­ვას, რო­დე­საც მის­ვე თქმით, "პარ­ლა­მენ­ტში თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და".

"ლი­რი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვა მინ­და გა­ვა­კე­თო ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე. 28 ნო­ემ­ბერს, ჩავ­რთე ტე­ლე­ვი­ზო­რი, ვნა­ხე, რომ არის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია. ჩემ­ში ჯერ მიშა გა­ვარ­და და მერე წა­ვე­დი მე აქ­ცი­ა­ზე”, - მი­მარ­თა ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვას.

სა­ბო­ლო­ოდ კი, მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვამ შსს-ს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ი­ზი­ა­რა და იუ­მო­რისტ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს ამ­ჯე­რად, 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ა­კის­რა.

IPN