ოსკარის ორგზის მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Variety-ი ავრცელებს.
Variety-ის ცნობით, ორგზის ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი ჯინ ჰეკმენი და მეუღლე, პიანისტი ბეტსი არაკავა ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა ფეში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ასევე, მკვდარი იპოვეს მათი ძაღლიც.
„გვჯერა, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია“, - განაცხადეს სანტა ფეს ოლქის შერიფის ოფისში.
ჯინ ჰეკმენი 95 წლის, ხოლო მისი მეუღლე, ბეტსი არაკავა 63 წლის იყო.
ჯინ ჰეკმენმა კარიერის განმავლობაში „ოსკარი“ ორჯერ, 1972 და 1993 წლებში მოიპოვა.
"ინტერპრესნიუსი"