"არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი" - რას ამბობს დონალდ ტრამპი? - კვირის პალიტრა

"არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი" - რას ამბობს დონალდ ტრამპი?

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას, რომ ზელენსკი “დიქტატორია”?

“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - უპასუხა ტრამპმა.

ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.

"ინტერპრესნიუსი"