"ბუდუ ზივზივაძემ ქუთაისში მარტოხელა ბებოს მკურნალობა და მედიკამენტები დააფინანსა" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
"ბუდუ ზივზივაძემ ქუთაისში მარტოხელა ბებოს მკურნალობა და მედიკამენტები დააფინანსა" - ამის შესახებ გვერდი Geo Team წერს.
“მარტოხელა ბებოს ვიდეო ავტვირთე, ძვირადღირებული პრეპარატები ესაჭირებოდა. დამიკავშირდა ერთი ოქრო ადამიანი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება ბუდუ ზივზივაძე, დედამისმა მომწერა და გამომიგზავნა თანხა, რომ ეს წამლებიც შევიძინოთ და არამარტო წამლები, სამკურნალოდ და კვლევების ჩასატარებლად გვეყოს თანხა” - წერს სოციალურ ქსელში ქუთაისელი ფოტოგრაფი, დავით ოქროპილაშვილი