"ლიონი" პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უჩივის - რა გახდა ამის მიზეზი?
"ლიონმა" საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის (LFP) იურიდიულ კომიტეტში საჩივარი შეიტანა პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მატჩებში მონაწილეობის გამო, - ამის თაობაზე იუწყება L'Equipe.
წყაროს ცნობით, ორგანიზაციაში გაგზავნილ წერილში გუნდის მფლობელი და პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი აღნიშნავს, რომ ქართველის პარიზულ კლუბში გადასვლა მხოლოდ უცხოური სუბსიდიების წყალობით გახდა შესაძლებელი, რაც LFP-ის წესებით აკრძალულია. უფრო მეტიც, ტექსტორის თქმით, კვარაცხელიას კონტრაქტის აღიარება და ახალ მოთამაშედ რეგისტრაცია არღვევს ადმინისტრაციული რეგლამენტის დებულებებს. წაიკითხეთ ვრცლად