"ვმუშაობ, როგორც სხვები... მე არანაირი ვიდეო არ გამივრცელებია, სოფლებში მიგვაქვს მედიკამენტები და აგვყავს "ენერგო პროს" თანამშრომლები" - კვირის პალიტრა

"ვმუშაობ, როგორც სხვები... მე არანაირი ვიდეო არ გამივრცელებია, სოფლებში მიგვაქვს მედიკამენტები და აგვყავს "ენერგო პროს" თანამშრომლები"

რამ­დე­ნი­მე დღი­ან­მა დიდ­თოვ­ლო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში. დიდ­თოვ­ლო­ბის შე­დე­გად მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლი გარე სამ­ყა­როს იყო მო­წყვე­ტი­ლი. ამ დრომ­დე სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­თა და საკ­ვე­ბით ამა­რა­გე­ბენ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მო­ხა­ლი­სე­ე­ბი.

ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და ოზურ­გე­თის მე­რის ძმა, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე. სწო­რედ მისი ვი­დეო ვრცელ­დე­ბა გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო­დან აქ­ტი­უ­რად, სა­დაც ჩანს, რომ თა­ლაკ­ვა­ძე სო­ფელ ჯუ­მათ­ში ბუ­რა­ნით ავი­და. ვი­დე­ოს მთის ამ­ბე­ბი / mtisambebi.ge ავ­რცე­ლებს.AMBEBI.GE არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გუ­რი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­მათ­ში იმ­ყო­ფე­ბა:

"მე არა­ფე­რი გა­მივ­რცე­ლე­ბია, ვმუ­შა­ობ, რო­გორც სხვე­ბი..."

არჩილ თალაკვაძის კომენტარი სრულად წაიკითხეთ ბმულზე

ვიდეო, რომელიც "მთის ამბებმა" გაავრცელა იხილეთ "ფეისბუქგვერდზე":

"სტიქიის მე-6 დღის ბოლოს, „ქართული ოცნების“ წევრი და ოზურგეთის მერის ძმა, არჩილ თალაკვაძე, გარესამყაროს მოწყვეტილ, უგზოდ და უშუქოდ დარჩენილ სოფელ ჯუმათში ბურანით ავიდა"