აზერბაიჯანში ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

აზერ­ბა­ი­ჯან­ში ეთი­ლის სპირ­ტით მო­წამ­ვლის შე­დე­გად, ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ქოს სა­ბუნ­ჩუს რა­ი­ონ­ში 22-23 თე­ბერ­ვალს 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა და­უ­დევ­რო­ბის მუხ­ლით, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი.

ექ­სპერ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი დას­კვნის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა მო­იხ­მა­რეს 75-დან 95 პრო­ცენ­ტამ­დე ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სას­მე­ლი.

"შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლე­ბი და სხვა ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი“, - აცხა­დე­ბენ ბა­ქოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. წყარო