მხოლოდ 15 წუთი პირადი ნივთების შესაგროვებლად - USAID-ის თანამშრომლებმა ვაშინგტონში სააგენტოს შტაბ-ბინა დაცალეს - კვირის პალიტრა

მხოლოდ 15 წუთი პირადი ნივთების შესაგროვებლად - USAID-ის თანამშრომლებმა ვაშინგტონში სააგენტოს შტაბ-ბინა დაცალეს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს უფლება მისცეს, ვაშინგტონში მდებარე შტაბ-ბინაში შესულიყვნენ, პირადი ნივთები აეღოთ და სამუშაო მაგიდა გაესუფთავებინათ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სააგენტოს თანამშრომლებს მხოლოდ 15 წუთი მისცეს პირადი ნივთების შესაგროვებლად.

შენობიდან გამოსულ USAID-ის თანამშრომლებს გარეთ 80-მდე ადამიანი დახვდა და მხარდაჭერის ნიშნად აპლოდისმენტებით გააცილეს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების გრანტების 90%-ზე მეტს აუქმებს. ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი გეგმები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა. განაცხადის თანახმად, ადმინისტრაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიარდი დოლარის ოდენობის აშშ-ის საგარეო დახმარებას აუქმებს.

"ინტერპრესნიუსი"