"სიბერეს არ ვეპუები, უცებ მოვექეცი კიბის თავში... სიღარიბეში, უმამოდ გაზრდილი ქალი ვარ" - 85 წლის ციცო ბებო, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიარა
"ნუ გეშინიათ ხალხო, გავმაგრდეთ, ეს თოვლი მალე წავა, მალე მოვა გაზაფხული და კარგად ვიქნებით ყველა" - რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით, ციცო ბებოს, ვიდეომ, რომელიც ამ სიტყვებითა და კარგი სიმღერის თანხლებით, იმერეთის მაღალმთიან სოფელში სიმღერ-სიმღერით თოვლის სახლის სახურავს, მთელი საქართველო მოიარა. იმერელ ბებოს ყველა მოეფერა და მისი ახლოს გაცნობის სურვილიც გაუჩნდა.
AMBEBI.GE მას დაუკავშირდა:
- როგორ ხართ?
- არა მიშავს, კარგად ვარ, კარგად!
- ერთი ვიდეოს გავრცელების შემდეგ მთელი საქართველოს ბებო გახდით, ყველამ შეგიყვარათ...
- გმადლობთ შვილო, რა გავაკეთე ისეთი, რა ვიცი, აბა მითხარით. ზამთრის წესია თოვლი, ადრე 2 სახლს ვთოვლიდი ხოლმე, ახლა ერთიც მიჭირს. "თოვლო, ითოვე, ითოვე, მთა ბარს ჩააცვი სუდარა, /ყინვა, ქარი და ნამქერი, ზამთრის წესია მუდამა". გააგრძელეთ კითხვა