“თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამ მწყემსს ეძებენ: რა ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

“თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამ მწყემსს ეძებენ: რა ხდება ცნობილი

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხი­დარ­ში სამი ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ საკ­რა­უ­ლას ხე­ო­ბა­ში ნა­ხი­რი ჰყავ­დათ გაყ­ვა­ნი­ლი.

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­გან ორის - ტა­რი­ელ ხე­ცა­ძის და გრი­გოლ ბე­რა­ძის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე უკვე დად­გინ­და. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­რაბ კო­ჩა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა.

“სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლე­ბი და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩა­ერ­თო და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი დრო­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 3 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. თოვ­ლის სა­ფა­რი 3 მეტრზე მე­ტია.

სოფ­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ცდი­ლობს გზის გაკ­ვალ­ვას“, - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.