"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი..." - რას ამბობს ნინო ქათამაძე? - კვირის პალიტრა

"მე ციხისთვის მზად ვიყავი, ჩალაგებული ჩანთით მივედი..." - რას ამბობს ნინო ქათამაძე?

მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძე­სა და მას­თან ერ­თად კი­დევ 8 პირს სა­სა­მარ­თლომ 5.000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ესა­უბ­რა მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წარ­დგა მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე, რო­გორც "დამ­ნა­შა­ვე"...

- იმას, რაც სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ხდე­ბო­და, მე ფარსს და­ვარ­ქმევ­დი, სპექ­ტაკლს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხრა­ვე ჩვენ­გან­მა გულ­წრფე­ლად თქვა, მო­სა­მარ­თლის სახ­ლთან იმი­ტომ დავ­დე­ქით, რომ ჩვე­ნი ხმა გა­ე­გო­ნა, არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა...

ანუ მო­სა­მარ­თლეს უთხა­რით, რომ არ იცო­დით, თუ ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იყო?

კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა, რომ მი­დი­ხარ და აფუ­ჭებ რა­მეს, ან შე­უ­ვარ­დი სახ­ლში, რა­ღაც და­უნ­გრიე ან დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­აღ­ვი­ძე. ჩვენ დი­ლის 11 სა­ა­თის მერე მი­ვე­დით. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, ისე ვდგა­ვართ, რომ ტრო­ტუ­არს არ ვცდე­ბით. იქ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, ეს და­ნა­შა­უ­ლი­აო, ხმაც არ ამო­უ­ღი­ათ. ეს იყო მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭე­რი პრო­ტეს­ტი... რო­დე­საც ჩვენს მო­ტივ­ზე ვი­წყებ­დით სა­უ­ბარს, მო­სა­მარ­თლე გვა­ჩე­რებ­და, საქ­მის ირ­გვლივ ისა­უბ­რე­თო. წაიკითხეთ ვრცლად