საბადურის ტყეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
საბადურის ტყეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ორი ადამიანი.
"ფორმულას“ ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"