მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნამ და ლუკა ბე­რუ­ლა­ვამ ოქრო მოიპოვეს - ვიდეო - კვირის პალიტრა

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნამ და ლუკა ბე­რუ­ლა­ვამ ოქრო მოიპოვეს - ვიდეო

უნ­გრე­თის ქა­ლაქ დებ­რე­ცენ­ში მიმ­დი­ნა­რე იუ­ნი­ორ­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნამ და ლუკა ბე­რუ­ლა­ვამ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს და ოქ­როს მედ­ლებს და­ე­უფლნენ.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 20 წყვი­ლი იღებ­და.

"ანას­ტა­სია და ლუკა ზე­დი­ზედ ორგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ იუ­ნი­ორ­თა შო­რის, ხოლო ლუკა ბე­რუ­ლა­ვამ კი ეს ტი­ტუ­ლი უკვე მე­სა­მედ მო­ი­პო­ვა.

იგი კა­რი­ნა სა­ფი­ნას­თან ერ­თად 2022 წელს ამ უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და.ვუ­ლო­ცავთ ჩვენ წყვილს მო­რიგ გა­მარ­ჯვე­ბას და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­მე­ლიც მარ­ტის ბო­ლოს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ქა­ლაქ ბოს­ტონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა", - წერია სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის მიერ გა­ვრცელებულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.