რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამასთან, საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა.

მატჩის ორივე ნახევარი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა. კერძოდ, პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 29:0 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კი კვლავ თბილისში გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"