(VIDEO) 20 წლის ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

(VIDEO) 20 წლის ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში უვადო პატიმრობამისჯილის ოჯახი ბავშვზე მეურვეობას ითხოვს - შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

"რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ორი გვამი, მე ვარ მკვლელი" - ვრცელდება უმძიმესი კადრები, რომლებიც მკვლელობიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული: შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები.

22 მაისს რუსთავში 27 წლის გიორგი ფირაშვილმა ცოლი და სიდედრი, 20 წლის მარიამ სოფრომაძე და 47 წლის ინგა ბეგაშვილი ქუჩაში ჩაცხრილა.

გიორგი ფირაშვილი სიღნაღის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ცოლ-ქმარს რუსთავში ბინა ნაქირავები ჰქონდა.

"მარიამი და გიორგი სიღნაღში რესტორანში მუშაობდნენ. მარიამს დეიდა ჰყავს­ სიღნაღში და ხშირად ჩამოდიოდა, ზაფხულში კი ჩვენთან დაიწყო მუშაობა. გიორგიც ჩვენთან მუშაობდა, კომუნიკაბელური იყო, ენებიც იცოდა. იმდენად კარგი ადამიანი იყო, ვერ წარმოვიდგენდი მისგან ასეთ დანაშაულს. შარშან ნიშნობაც ჩვენს რესტორანში ჰქონდათ. არ ვიცი, ერთ წელიწადში, რა უნდა მომხდარიყო რომ საქმე ამხელა ტრაგედიამდე მივიდა. მარიამი­ ლამაზი გოგონა იყო. 5 დედამიშვილი არიან, მამა არა ჰყავთ, მარიამისგან ვიცი, პატარები­ მიგვატოვაო. დედამისი ნიშნობაზე­ გავიცანი, სუფრაზე მისი და-ძმებიც იყვნენ... ულამაზესი და ჰყავს, მოდელია. დანარჩენები პატარები არიან... სოცქსელიდან გავიგე, რომ თურმე დაშორებულები ყოფილან, ჩვენ კი გვეგონა ბედნიერად ცხოვრობდნენ. გიორგის მშობლებიც გაცილებულები არიან, მამასთან გაიზარდა,­ უფროსი და ჰყავს. მივულოცეთ შვილის შეძენა, გახარებულები ჩანდნენ... სოციალურ ქსელში დაწერეს, ორი თვეა დაშორებულები არიან, გიორგი­ ცდილობდა შერიგებას, მაგრამ მარიამი არ ურიგდებოდა, ფიზიკურად შემეხო და ამას არ ვაპატიებო", - გვი­ამბო ყოფილმა თანამშრომელმა.

24 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი­ ფირაშვილი დაქორწინების პირველივე დღეებიდან ცოლზე ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად­. "მარიამ­ სოფრომაძეს სახლიდან გასვლის, მშობლების ან ნათესავების ოჯახებში­ სტუმრობისა და მათთან მობილური ტელე­ფონით კომუნიკაციის უფლება არ ჰქონდა...

"სისტემატურად უზღუდავდა თავისუფლებას და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას, მათ შორის მიუღებლად მიიჩნევდა დაშორებისა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელებას დედის ოჯახში", - ითქვა სასამართლოზე.

პროკურორმა ქეთევან სონიძემ დეტალურად აღწერა, როგორ გაუსწორდა მარიამს დამნაშავე (სტილი დაცულია)

წაიკითხეთ სტატია სრულად - როცა დუმილი მსხვერპლად გაქცევს - "ბევრს ეშინია პოლიციაში დარეკვის, რათა არ უნდა გადაიკიდოს მოძალადე, მაგრამ..."