არესტოვიჩის სკანდალური განცხადება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრაზე - "ყველაფერი ცუდად წავიდა მაშინ, როდესაც ზელენსკიმ ტრამპის განცხადება გადაწყვიტა" - კვირის პალიტრა

არესტოვიჩის სკანდალური განცხადება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრაზე - "ყველაფერი ცუდად წავიდა მაშინ, როდესაც ზელენსკიმ ტრამპის პაროდიის გაკეთება გადაწყვიტა"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა. youtube არხზე ვრცელ ინტერვიუში არესტოვიჩი მიმოიხილავს, რა მოხდა თეთრ სახლში და რა შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტების სკანდალურ შეხვედრას.

„ტრამპი, ზელენსკი და ვენსი შეხვედრის ბოლო 10 წუთის განმავლობაში კამათობდნენ, პირველი 40 წუთი ისინი უგებდნენ ერთმანეთს. იქ იყო შენიშვნა ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამერიკელები ოვალურ კაბინეტს საკრალურ ადგილად აღიქვამენ და ასეთი ჩაცმულობა, მათთვის უპატივცემულობაა, დავუშვათ ასეც იყო, მაგრამ ამას არაფერი დაუნგრევია. ზელენსკი ამერიკაში ხელშეკრულების ხელმოსაწერად ჩავიდა, ამერიკელებმა უთხრეს, რომ არ იყო საჭირო, რადგან ამისთვის უკვე იყო გამოყოფილი ადამიანები, მაგრამ მაინც ჩავიდნენ. ტრამპმა საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება, ანუ პუტინთან ურთიერთობის „დათბობის“ მიუხედავად, ის უმნიშვნელოვან საკითხს აცხადებს... ჩვენ მოვისმინეთ რაც გვსურდა, სამხედრო დახმარება გაგრძელდებოდა, კიდევ რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი? აღსანიშნავია, რომ აქამდე მარკო რუბიო საუბრობდა, რომ ჩვენ ყველაფერზე საუბარი ახლა არ შეგვიძლია, მაგრამ თავად ფაქტი ხანგრძლივი ინვესტიციის შესახებ და თან ამერიკულ-ჩინური პროექტები, საუდის არაბეთისა და ემირატების პროექტები თავისთავად არის უსაფრთხოების გარანტი. ვერც რუსეთი და ვერც სხვა აგრესორი ვერ შეძლებს ამერიკულ-ჩინური საწარმოების დაბომბვას.

screenshot-2025-03-03-132529-1740993958.png

შეხვედრაზე ყველაფერი ცუდად წავიდა მაშინ, როცა ზელენსკიმ ტრამპის პაროდირება გადაწყვიტა. ის იმავე ჟესტს აკეთებს, აწყვეტინებს და ამბობს, მე ვიცი, რომ თქვენსა და ევროპას შორის მშვენიერი ოკეანეა და თქვენ არაფრის გეშინიათ.

ეს ფრაზა აქამდე ტრამპმა თქვა და ზელენსკიმ ამის პაროდია გააკეთა და ტრამპმა მაშინვე სცადა მისი შეჩერება. შემდეგ ჩაერთო საუბარში ვენსი, რომელმაც უთხრა, რომ მას რიტორიკა უნდა შეეცვალა, ზელენსკიმ დაიწყო პირდაპირი კამათი ვენსთან და ტრამპის იგნორირება გააკეთა, რაც იერარქიის დარღვევაა. წარმოიშვა სიტყვიერი კამათი და დასრულდა იმით, რითიც დასრულდა...

აქედან შეიძლება მხოლოდ ამ დასკვნის გაკეთება: ეს არ იყო ხაფანგი ზელენსკისთვის, როგორც არ უნდა გვიყვებოდნენ ჩვენ ის ხალხი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ თითქოს ზელენსკი იქ მიიტყუეს. აქ არ ჩანს თამაში, აქ ჩანს ადამიანები, რომლებიც არც თუ ისე სასიამოვნოდ არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილი. ზელენსკი იქ მივიდა პრეტენზიებით დიქტატორობასა და 4%-ზე, ამ შეხვედრიდან გასაკვირი ის არის, პირველი 40 წუთი რომ მშვიდად საუბრობდნენ. ამ კამათიდან ნათელი იყო, რომ ამის გათამაშება შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო გულწრფელი კამათი. ითქვა რამდენიმე საკვანძო საკითხი: უსაფრთხოების გარანტიები, მადლიერება - ტრამპმა თქვა, რომ თქვენ უნდა იყოთ მადლიერები. ამ შეხვედრის შემდეგ კი დავინახეთ, რომ ევროპა უკრაინის დასახმარებლად გაიქცა...

გეტყვით როგორ ფორმირდებოდა ეს სიტუაცია. პირველი, რატომ მოითხოვს ტრამპი მადლიერებას? რასაც ვერ ხვდება ვერც უკრაინა და ვერც ევროპა, ის ამზადებს შეთანხმებას, რომელსაც „ოქროს რუკა“ ჰქვია. ეს არის ყველა ვარიანტზე საუკეთესო ვერსია უკრაინისთვის. მას არ დაუწყია ომი, მას ეს ყველაფერი მემკვიდრეობით დარჩა, როგორც ტრამპი ამბობს, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი საერთოდ არ დაიწყებოდაო. ის ამბობს, რომ მადლიერები უნდა იყოთ, რადგან იმ სიტუაციაში, რომელიც მე საერთოდ არ უნდა მქონდეს და რომელიც მემკვიდრეობით დამრჩა, ისე ვარ ჩართული საკითხის მოგვარებაში, არ გტოვებთ და არ გეუბნებით, რომ ბაიდენთან გაარკვიეთ სიტუაციაო, ისე ვაგვარებ სიტუაციას, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან თქვენ საუკეთესოს იღებთ და ამის გარანტი ინვესტიციებია.

უფრო მეტიც, ის ახალ მსოფლიო წყობას აყალიბებს, სადაც მშვიდობა ეკონომიკით დამყარდება. უკრაინა ერთ-ერთი მთავარი წერტილია, მეორე კი არქტიკაშია. ის აყალიბებს ახალ მსოფლიო წყობას, სადაც გეოპოლიტიკა არა ომით და შეიარაღებული დაპირისპირებით, არამედ ფულის ერთად გამომუშავებით გადაწყდება.

ბიზნესმენის ლოგიკის გაგება ადვილია, მას მსოფლიოს ფორმატის შეცვლა სურს. ამ ახალი ლოგიკის ფორმატში, მომავალ ბიზნეს პარტიორს ის ვერ დაუძახებს დიქტატორს, უსინდისოს, ბოროტმოქმედს და სხვა. ზელენსკი ძველი ლოგიკის ადამიანია, ტრამპი კი სხვა სტრატეგიას მიჰყვება. როგორც ხვდებით, ეს სტრატეგია ზელენსკის ჩასვლამდე 15 წუთით ადრე არ მიუღიათ. ჩვენ შეიძლება ამას არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს აზრი როგორღაც ფორმირდებოდა. ეს აზრი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, იქამდე, ვიდრე ტრამპი პრეზიდენტი გახდებოდა.

თუ დააკვირდებით, ტრამპი ამ კამათისას დიდი ხანი ითმენდა, ზელენსკის დამშვიდებისკენ მოუწოდებდა. კამათის შემდეგაც კი, როცა ყველა ამბობდა, რომ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, ტრამპის კომენტარი აღნიშნავს, რომ ის არ ხურავს კარს. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, ვინ რა და როგორ თქვა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აქ ორი სამყარო, ახალი და ძველი დაეჯახა ერთმანეთს" - ამბობს არესტოვიჩი.

part-gty-2202534763-1-1-1-1740994072.jpg

"როგორც ტრამპმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტი მე ვარ, ისინი არ სცემდნენ პატოვს ობამას, ბაიდენს, მაგრამ მე პატივს მცემენ. აქამდე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპი 4 წლის შემდეგ წავა, პუტინისგან მომავალი საფრთხე კი ისევ დარჩება" , - აღნიშნავს არესტოვიჩთან საუბრისას ვასილ გოლოვანოვი.

"აქ უნდა გაიგოს ყველამ მნიშვნელოვანი საკითხი, რომ რუსეთის წინააღმდეგ გარანტიებს ვერავინ ვერასდროს მისცემს. რეალური გარანტია რუსეთის წინააღმდეგ ასეთია - რუსეთის დანგრევა, რომელზეც წინააღმდეგაც არავინ წავა და მეორე, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ფიზიკურად ბრძოლის მზაობა - ასეთი გარანტიები არ იქნება.

ჩვენი საუკეთესო მეგობარი ამ შემთხვევაში ისრაელი იქნებოდა, რომელიც ნათლად ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებს.

ვერც ტრამპი, ვერც ბაიდენი და ვერც სხვა ამ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგვცემს. მე მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ორ ბანაკად არიან გაყოფილი, ამ სიტუაციაში უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. ვერც ნატოში შესვლაა ამის გარანტია, რადგან ისინი ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ, სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს, ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია იქნება, როცა ამერიკული არმია პირდაპირ ჩაერთვება უკრაინის ტერიტორიაზე ომში - ამაზე ამერიკა არასდროს წავა, არ წასულა ბაიდენი, და არც ტრამპი წავა. ტრამპის გადმოსახედიდან ეს ფუჭი საუბარია და ეს მას აღიზიანებს.

ამ პაროდიამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერათ, ზელენსკის ტრამპის პაროდია რომ არ გაეკეთებია, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რატომ არ შეაჩერა ეს ყველაფერი ტრამპმა? როცა პირდაპირ ერთერში გაყენებენ შეურაცხყოფას შენ და შენს გუნდს, აქ სხვა რამ წარმოიქმნება - მოდი მივუჩინოთ თავისი ადგილი და ეს ჟურნალისტებმაც უნდა დაინახონ. მე ალბათ გავაჩერებდი შეხვედრას, მაგრამ ამ თავხედური საქციელით ისინი გამოშტერდნენ. გასაგებია ზელენსკის ლოგიკა და მოთხოვნები, მაგრამ ახლა დავსვათ კითხვა, ჩენთვის სასარგებლოა ეს კამათი, თუ ჩვენთვის სასარგებლო არ არის ვინ უნდა შეჩერებულიყო?“, - აღნიშნავს ოლექსი არესტოვიჩი ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის განხილვისას.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს. ეს ზელენსკისა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებამდე მედიასთან საუბრის დროს მოხდა.

კერძოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ზელენსკის უთხრა, რომ ის „უპატივცემულოდ“ იქცევა. ზელენსკიმ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ ვენსი უკრაინაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს მაშინ, როდესაც უკრაინაში არცაა ნამყოფი.

ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინას „ძლიერი კარტები“ არ ჰყოფნის და უკრაინელები მადლობლები უნდა იყვნენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ვაშინგტონში „კარტების სათამაშოდ“ არ ჩამოსულა.

ტრამპმა ასევე უთხრა ზელენსკის, რომ ის „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება“.