ლიეტუვამ 74 ქართველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - რას წერს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი - კვირის პალიტრა

ლიეტუვამ 74 ქართველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - რას წერს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"ინტერპრესნიუსი"