"გილოცავ, მამიკო! დანარჩენი სახლში!" - თეონა ცირამუას ტყუპი გოგონა შეეძინა - რა დაარქვეს ახალშობილებს?
გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს, თეონა ცირამუას ტყუპი გოგონა შეეძინა, ახალშობილებს კირა და თუთა დაარქვეს. ამის შესახებ მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიან დიდი მადლობა უმაგრეს ექიმს და უმაგრეს ადამიანს Zaza Sinauridze-ს!
უსაყვარლეს ადამიანს და ნამდვილ პროფესიონალს, ბატონ ლევან ჩუბინიძეს და თითოეულ პერსონალს, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში...
ჩემს უკვე მეგობარს, თეონა ანთიას! კლინიკის თითეულ პერსონალს! ყველა მიყვარხართ!
Gocha Chanturia გილოცავ, მამიკო! დანარჩენი სახლში!"