"რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?.. ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა და ნერვები" - რას ამბობენ, მიშა მესხი და ტორნადო გაბუნია ერთმანეთთან დაპირისპირებაზე?
როგორც ცნობილი გახდა,3 მარტს, სამოქალაქო აქტივისტს და მუსიკოს დათა (ტორნადო) გაბუნიას ქუჩაში ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას მომღერალ სოფო ბედიას ქმარი, მიშა მესხი დაესხა თავს, რაც თავად მესხმაც მოგვიანებით "ფეისბუქზე" დაადასტურა.
შემთხვევის ამსახველი ვიდეოში ისმის, როგორ უსვამს კითხვას თავდამსხმელი გაბუნიას მის საპროტესტო სიმღერაზე "ოლე, ოლა", შემდეგ კი ხელს ურტყამს და შეურაცხყოფას აყენებს.
Ambebi.ge დილიდან ცდილობდა, კონფლიქტის მხარეებთან დაკავშირებას. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი დაკავებული არ არის, რადგან, როგორც ირკვევა, მხარეები იმ ღამესვე მორიგდნენ. მიშა მესხის თქმით, ისინი პატრულმა შეარიგა...
მიშა მესხი:
- რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა? დავაფიქსირეთ, რომ ერთმანეთთან პრეტენზიები არ გვაქვს.
- შემთხვევის ადგილზე შერიგდით?
- დიახ, არც გაბუნიას ჰქონდა პრეტენზია და არც - მე. ეს დაფიქსირებულია შსს-ში, გადაღებულიც არის, გაბუნიას ხელიც აქვს მოწერილი. რატომ ავრცელებენ ამას ისე, როგორც უნდათ, არ ვიცი. უბრალოდ, ქართულად, ჯიგრულად, კაცურად თუ ადამიანურად, გაუგებრობა მოხდა. შემდეგ რაც ამას მოჰყვა, ძალიან ცუდია, მე არ ვამბობ, რომ კარგია, ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა და ნერვები. გააგრძელეთ კითხვა