“საქართველოში, სავარაუდოდ, აპრილში ჩამოვალთ" - რა არის ცნობილი ფრანგ ვარსკვლავზე, რომელმაც "განდაგანა" ჰიტად აქცია - რას აცხადებს მომღერლის აგენტი ინტერვიუში
სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა ფრანგი რეპერის, GIMS-ის მიერ შესრულებულმა “განდაგანამ“. წარმოშობით კონგოელი, ფრანგი ვარსკვლავი საქართველოში პოპულარული აჭარულმა ჰანგებმა გახადა. მის ნამღერს გაიგებთ ყველგან - მაღაზიებსა თუ სავაჭრო ცენტრებში.
GIMS-ი არის ისეთი ჰიტების ავტორი, რომელსაც ასობით მილიონი ნახვა აქვს. რეპერი საფრანგეთში უკვე წლებია ვარსკვლავის სტატუსს არ თმობს, ათეულობით მილიონი გამომწერით და 5 მილიონი გაყიდული ალბომით.
თუმცა, ჯერ კიდევ წლების წინ ის მსოფლიომ გაიცნო ჰიტით - BELLA, აქვს კოლაბორაციები მსოფლიოს ვარსკვლავებთან.
რეპერის ტიკ-ტოკის პირად გვერდზე “განდაგანას“ გამოჩენისთანავე, ელვის სისწრაფით გაიზარდა მისი გამომწერების რაოდენობა. ქართველ გამომწერები კომენტარებში მას ამხნევებენ და თითქმის ვერ ნახავთ კრიტიკულ კომენტარს.
როგორც ცნობილი ხდება, GIMS-ი საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს.
კურიერი P.S-მა რეპერის აგენტთან და ქართველ მოცეკვავეებთან, რომლებიც კლიპში მონაწილეობენ, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.