ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლის "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:

ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო.

ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.

სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.

ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში - არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.

შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა".