რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქსა და ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

„მასშტაბური ნგრევა, ხანძარი კერძო სახლებში, დაზიანებულია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

უწყების ცნობით, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 60-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"