"გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა... სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა" - რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.მამაკაცი "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.გააგრძელეთ კითხვა