"გიგის ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი... 2 წლის წინაც მოუვიდა ავარია" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ახლობლები
ტრაგედია დატრიალდა გუშინ თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი 24 წლის გიგი ზარანდია, რომელსაც მეუღლე დარჩა.მამაკაცი, რომელიც "ფორდის" მარკის ავტომობილით ძლიერად დაეჯახა ხიდის ჯებირს და ამის შემდეგ ავტომობილით მტკვარში გადავარდა. კადრებში ჩანს, რომ შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტროტუარზე გადაადგილდება.
გიგი ზარანდია ბაიკერი იყო. ახლობლების ინფორმაციით, წლების წინ სწორედ ბაიკით მოყვა ავარიაში და მაშინ 2 კვირა კომაში იყო. შემდეგ ბაიკი გაყიდა და მანქანა იყიდა.
"გიგი ჩემო ძმაო, რა ქენი ეს ბიჭო, თან წაიღე ყველაფერი" გააგრძელეთ კითხვა