რა დოკუმენტაცია მოითხოვა პროკურატურამ "სამართლიანი არჩევნებისგან"?! - კვირის პალიტრა

რა დოკუმენტაცია მოითხოვა პროკურატურამ "სამართლიანი არჩევნებისგან"?!

„სამართლიანმა არჩევნებმა” საქართველოს გენერალური პროკურატურისგან წერილი მიიღო, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას, - ამის შესახებ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.

როგორც „სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, პროკურატურა დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ორგანიზაცია კი შესაბამის დოკუმენტაციას გააგზავნის.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა” მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"