ორთაჭალაში ტრაქტორი დაგორდა და დაეჯახა 3 ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე მოქალაქეს, რომელიც დაშავდა
ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან, ტრაქტორი დაგორდა და დაეჯახა 3 ავტომობილსა და ქვეით მოქალაქეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტს, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ფოტოები ადგილიდან და ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ მოგვაწოდა ჟურნალისტმა რუსკა კილასონიამ
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს