კრემლი ზელენსკის აქებს?! - რა განაცხადა დიმიტრი პესკოვმა - კვირის პალიტრა

კრემლი ზელენსკის აქებს?! - რა განაცხადა დიმიტრი პესკოვმა

მოლაპარაკებებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას კრემლი დადებითად აფასებს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, როგორ აფასებს კრემლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ „დადებითად“.

„საკითხავია ვისთან ერთად უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტის მიერ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანება ჯერ კიდევ ძალაში რჩება. მთლიანობაში, მიდგომა დადებითია, მაგრამ ნიუანსები ჯერ არ შეცვლილა“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს.

"ინტერპრესნიუსი"