"კაპიკი არ მაქვს შენახული, 400 ლარი მქონდა ხელფასი და ესეც დავკარგე... ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით" - რას ჰყვება ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვახტანგ ფანჩულიძემ (ბურნუთა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა") გუშინ საღამოს პოსტი დაწერა, რომ მუშთაიდის ბაღის დირექციამ გაათავისუფლა სამსახურიდან, სადაც 10 წელი მუშაობდა.
ფანჩულიძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან მსახიობი ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე გამოჩნდა.
AMBEBI.GE ვახტანგ ფანჩულიძეს დაუკავშირდა:
- 3 მარტს გამათავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზად მითხრეს, კარუსელზე, შენ სადაც მუშაობ, ბევრი ბავშვები არ მოდიანო. ამიტომ არ აქვს შემოსავალიო. წლიური შემოსავალი 3 ათასი ლარი აქვს და შენი ხელფასი კი წელიწადში 4 ათასი ლარია და წაგებაშიაო კომპანიაო. მე ვუთხარი, ამ კარუსელზე ცოტა ბავშვები რომ მოდიან ჩემი ბრალია-მეთქი? ეს არის თქვენი ბრალი, კარუსელი რომ გაუმართავია-მეთქი. მეორე კარუსელი გვაქვს გემები, სადაც ბევრი ბავშვები არიან. ამჟამად იქ ოპერატორი არ ჰყავთ, ცარიელია. ვუთხარი, თუ მიზეზი ეგ არის, მაშინ ეს კარუსელი დახურეთ და სადაც ათი ათასი ლარი შემოდის თვეში, იქ გადამიყვანეთ-მეთქი. თუ სხვა მიზეზი არ არის-მეთქი. არ გადამიყვანეს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით. გააგრძელეთ კითხვა