პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ გადაკეტეს, რაც შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობა შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირი დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"