ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა და “გამარჯვება” მიულოცა - კვირის პალიტრა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა და “გამარჯვება” მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა და “გამარჯვება” მიულოცა.

“მიხარია თქვენი ნახვა და მსურს მოგილოცოთ, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება: 54,7% აიღეთ 70% აქტიურობის დროს - ეს კარგი შედეგია. გილოცავთ”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, იმ საკითხების ბოლომდე მოგვარების ბრძანებას გასცემს, რომლებიც “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” რუსეთის მოქალაქეობის აღებასთან არის დაკავშირებული.

რუსული მედიის თანახმად, პუტინის თქმით, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს “განსაკუთრებული ურთიერთობები” აკავშირებს. ის გუნბას დაჰპირდა, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც ჰუმანიტარულ მიწოდებებს უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"