"მეგობრები დავკარგე, ბავშვობიდან ერთად რომ გავიზარდეთ, ისინი... ფსიქიკა დამიზიანდა, მომხრე ვიყავი ამ ხელისუფლების" - რას ჰყვება ირმა სოხაძე
ირმა სოხაძე გადაცემაში „პირველი სტუდია“ ამბობს, რომ პოლიტიკის გამო მეგობრები დაკარგა. ოცნების მხარდაჭერის გამო კი, ფსიქიკა დაუზიანდა. მომღერლის თქმით, ის ვერ გააგრძელებს ისეთ ადამიანთან ურთიერთობას, რომელიც ამბობს, რომ დღეს არაფერი ხდება...
- მეგობრები დავკარგე, მეგობრები რომ მეგონა, ჩემი თანამოაზრეები, ბავშვობიდან ერთად რომ გავიზარდეთ. ვიღაც წერს, რომ პოლიტიკის გამო როგორ შეიძლება მეგობარი დაკარგო, პოლიტიკის გამო კი არ დავკარგე, არამედ იმიტომ, რომ მატყუებს და მე ვგონივარ გონებასუსტი ან თვითონ არის ასეთი და ვერ ხვდება ან კიდევ ბოროტია, ყველაფერს ხვდება და მაინც მეთამაშება. არცერთ შემთხვევაში აღარ მაინტერესებს ის ადამიანი.
შეიძლება ზედმეტად მკაცრი ვიყავი, მაგრამ ძირში ეს დევს, ამიტომ პირდაპირ ვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ დღეს არაფერი არ ხდება, ეს ყველაფერი არის მოგონილი და ყველაფერი კარგად არის, ის ან მატყუებს, ამას მირჩევნია პირდაპირ მითხრა, მე რუსეთი მინდა, რუსეთი მომწონს და შენ რა გინდა კაცო. ასეთებიც არიან ჩემს ირგვლივ. გააგრძელეთ კითხვა