"ვუ­ერ­თდე­ბით ლოც­ვა­ში ათო­ბით მი­ლი­ონ ამე­რი­კელ კა­თო­ლი­კე­სა და სხვა ქრის­ტი­ა­ნებს" - რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით? - კვირის პალიტრა

"ვუ­ერ­თდე­ბით ლოც­ვა­ში ათო­ბით მი­ლი­ონ ამე­რი­კელ კა­თო­ლი­კე­სა და სხვა ქრის­ტი­ა­ნებს" - რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მარ­კო რუ­ბიო Fox News-ის პირ­და­პირ ეთერ­ში შუბ­ლზე ნაც­რით გა­მო­სა­ხუ­ლი ჯვრით გა­მოჩ­ნდა, ამის მი­ზე­ზი "ფერ­ფლის ოთხშა­ბა­თი" იყო, რო­მე­ლიც თეთრ სახ­ლშიც აღ­ნიშ­ნეს - ჩა­ტარ­და კა­თო­ლი­კუ­რი მესა.

თეთრმა სახ­ლმა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა წე­რი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ "ვინც აღ­ნიშ­ნავს ამ დღეს, შე­უძ­ლი­ათ, მსა­ხუ­რე­ბას და­ეს­წრონ".

პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, მე­ლა­ნია ტრამპმა, ასე­ვე გა­ავ­რცე­ლეს მი­ლოც­ვა ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ვუ­ერ­თდე­ბით ლოც­ვა­ში ათო­ბით მი­ლი­ონ ამე­რი­კელ კა­თო­ლი­კე­სა და სხვა ქრის­ტი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მარ­ხვის წმინ­და პე­რი­ოდს იწყე­ბენ - ეს დრო სუ­ლი­ე­რად გვამ­ზა­დებს ჩვე­ნი უფ­ლი­სა და მა­ცხოვ­რის, იესო ქრის­ტეს ვნე­ბის, სიკ­ვდი­ლი­სა და აღ­დგო­მი­სათ­ვის. გააგრძელეთ კითხვა