"მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"მუდმივად მანქანებით იყო გარშემორტყმული ჩემი სახლი... ერთ დღეს გამოვედი და დავინახე, რომ მანქანაში ეძინათ" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ მან "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გარ­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვი და "ოქ­როს მოწ­მეა", რომ­ლის ნათ­ქვა­მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლოა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბაც კი მოხ­დეს."მეც მქონ­და ეგე­თი ეპი­ზო­დი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, 2007 წელს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში ამიყ­ვა­ნეს. მუდ­მი­ვად მან­ქა­ნე­ბით იყო გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ჩემი სახ­ლი. ერთხელ მო­მი­წია კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წას­ვლა, გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და და­ვი­ნა­ხე მან­ქა­ნა­ში ეძი­ნათ სო­დის თა­ნამ­შრომ­ლებს. არ გა­ვაღ­ვი­ძე. წა­ვე­დი. ორი დღე ისე იდ­გნენ იქ, ეგო­ნათ რომ სახ­ლში ვი­ყა­ვი. ორი დღის შემ­დეგ, რომ ჩა­მო­ვე­დი და სახ­ლში მი­ვე­დი ტაქ­სით, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. ეს კუ­რი­ო­ზუ­ლი მო­მენ­ტი იყო.

თუმ­ცა ბა­ჩი­აშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ტარ­და მისი გას­ვლის. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ეს. ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვია, "ოქ­როს მოწ­მე". ბი­ძი­ნას კომ­პრო­მა­ტე­ბის მფლო­ბე­ლია. ბა­ჩი­აშ­ვი­ლი იყო თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი. ამ ფონ­დის გავ­ლით, ბევ­რი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბო­და, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი. ასე, რომ ბა­ჩაშ­ვი­ლი ფლობს სე­რი­ო­ზულ კომ­პრო­მა­ტებს რაც ბი­ძი­ნას და­სან­ქცი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ან კრი­მი­ნალ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­დოს" - ამ­ბობს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, შს სა­მი­ნის­ტრომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შ.ქ.

"2024 წლის დე­კემ­ბრის თვე­ში, და­კა­ვე­ბულ - შ.ქ.-ს, და­უ­კავ­შირ­და მისი მე­გო­ბა­რი დ.გ. და რო­გორც მის სან­დო პირს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც ის შე­სა­ბა­მის თან­ხას მი­ი­ღებ­და.