პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 99-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს”, “ძირს რუსული პოლიცია”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
"ინტერპრესნიუსი"