რას ჰყვება ქართველი მსახიობი, რომელიც იაპონელ ცოლთან ერთად წლების წინ გურიაში გადასახლდა
"მაგალითად 90-იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი" - ამბობს ქართველი მსახიობი მიშა არობელიძე.
ის მისი იაპონელი მეუღლე ჩიკა ოგი რამდენიმე წელიწადია გურიაში ცხოვრობენ. მათ სოფელ ვაკიჯვარში, ბახმაროს მთის მისადგომებთან თავისი სავანე შექმნეს...
ამჯერად ორივე გურიაში იმყოფებოდნენ, მიშა არობელიძე მოხალისეებთან ერთად იმ ადამიანების დახმარებაში იღებდა მონაწილეობას, რომლებსაც დიდთოვლობის შედეგად უმძიმესი რეალობა ჰქონდათ...
- ჩვენ ოზურგეთში ვცხოვრობთ და რასაკვირველია მოვლენებს თავიდანვე ვადევნებდით. პირველი რამდენიმე დღე ქალაქი სრულიად პარალიზებული იყო. ცენტრალური ქუჩების წმენდა გვიან დაიწყო და მეორეხარისხოვანი ქუჩები თუ მათზე გამსვლელი ჩიხები სრულიად გაუკვალავი დარჩა, რამაც დიდი პრობლემა შექმნა გადაადგილების თვალსაზრისით. ამას ემატებოდა ისიც რომ, მთავარი ქუჩის გაწმენდის შედეგად მიყრილი თოვლის გროვა ისედაც გაუკვალავ მონაკვეთზე მოსახლეობისათვის ქმნიდა წარმოუდგენელ სირთულეს, უბრალოდ გზამდე რომ მიეღწიათ. ფაქტი ის არის, რომ რეგიონი მოუმზადებელი შეხვდა ამ სტიქიას, რის შედეგადაც შემდგომი რეაქცია დაგვიანებული იყო.
სამწუხაროდ ვერ მოხერხდა წარსულის გამოცდილებაზე სწავლა.1985 წლის დიდთოვლობას თუ არ ჩავთვლით, გურიაში არც სხვა წლებში გვაკლდა მსგავსი მოვლენები. მაგალითად 90- იან წლებში დიდთოვლობა ხშირად იყო. ამით იმისი თქმა მინდა, რომ ყველასთვის ნათელია, ჩვენს რეგიონში თოვლი იშვიათი სულაც არ არის და ამიტომ მზადყოფნა უნდა ყოფილიყო შესაბამისი. მიუხედავად იმისა რომ ოზურგეთში თოვლის სიმაღლე ღობეებს ფარავდა, რამაც უამრავი პრობლემა შექმნა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთავარი გამოწვევა მაინც მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ, რადგან თოვლის სიმაღლე ორ მეტრს აღემატებოდა და გზებიც გაუკვალავი იყო. არ იყო ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადამიანები საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ. სასწრაფოს ეკიპაჟისთვის შეუძლებელი იყო დროულად პაციენტამდე მისვლა უგზოობის გამო. წაიკითხეთ ვრცლად