"ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზიაზე" - რა მიმართვას ავრცელებს თათია კობალაძე?
"ევროვიზია 2025“-ზე საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს იმღერებს. წელს განსაკუთრებული კონკურენცია გაიმართა ცნობილ ქართველ მომღერლებს შორის. საკონკურსო სიმღერა ჰქონდა გაგზავნილი თათია კობალაძეს, რომელიც ბოლო თვეებია სიმსივნეს ებრძვის და კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად მისთვის და ამ კონკურისთვის დაწერა სიმღერა.
"ევროვიზიაზე“ საქართველოს წარდგენისთვის იბრძოდა ასევე შტატებში მცხოვრები ქართველი შემსრულებელი ნინი ბრეგვაძეც. ვინ წარდგება წელს საქართველოს სახელით ინფორმაციას პირველი არხი 15 მარტამდე გაავრცელებს.

თუმცა, გუშინ, თათია კობალაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კონკურენციასა და კონკურსის გამარჯვებულ სიმღერაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს, "ევროვიზიაზე" საქართველოს მომღერალი მარიამ შენგელია წარადგენს.ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ გავრცელებულა, თუმცა როგორც შემსრულებელი ამბობს, ყველაფერი გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 13, 15 და 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება

თათია კობალაძე:
- ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, რომ წელს, "ევროვიზიას" საქართველოდან წარადგენს მარიამ შენგელია, ქეთი გაბისიანის სიმღერით „ანი ბანი“. მარიამს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ როგორც ქართველს და ასე იქნებოდა ვინც არ უნდა ყოფილიყო. გააგრძელეთ კითხვა