ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის მეოთხე წიგნი სპეციალურ ფასად მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში!
ქართული კლასიკური ლიტერატურის მოყვარულებისთვის, 10 მარტიდან ხელმისაწვდომი იქნება ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის მეოთხე წიგნი, რომელიც მოიცავს ავტორის მოთხრობებსა და ეტიუდებს.
წიგნი სპეციალურ ფასად – 14 ლარად გაიყიდება ერთი კვირის განმავლობაში, 10-დან 16 მარტის ჩათვლით.
ჭაბუა ამირეჯიბის პირველი და მეორე ტომი გახლავთ უკვდავი რომანი - “დათა თუთაშხია”, ხოლო მესამე ტომი – „გიორგი ბრწყინვალე“, ფრაგმენტები. სამივე ტომი ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიებში, ასევე ონლაინ.
მეოთხე ტომის გამოსვლიდან ერთი კვირის მანძილზე, სპეციალურ ფასად გაიყიდება მესამე ტომიც – „გიორგი ბრწყინვალე“, ფრაგმენტები.
სად შევიძინოთ?
ოთხივე ტომის შეძენას შეძლებთ:
ონლაინ: “პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე
“პალიტრა L-ის“ აპლიკაციაში
„ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში
პრესის გავრცელების ჯიხურებში
დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 47 00 45.
ჭაბუა ამირეჯიბი – ქართული ლიტერატურის კლასიკოსი
ჭაბუა ამირეჯიბი (1921-2013) არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მწერალი, რომლის რომანი „დათა თუთაშხია“ XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. ის იყო ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.
არ გამოტოვოთ შანსი, გაამდიდროთ თქვენი სახლის ბიბლიოთეკა ჭაბუა ამირეჯიბის უნიკალური ნაწარმოებებით!
R