"ბრძოლა ბოლომდე" - დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან - კვირის პალიტრა

"ბრძოლა ბოლომდე" - დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან მსვლელობით წასული აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ", „ბრძოლა ბოლომდე", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

დემონსტრანტები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ აპირებენ წასვლას, სადაც აქციას შეუერთდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს პარლამენტთან აქცია დღესაც გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"