"ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს"

აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან, ევროკავშირის 25-მა ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმს, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ზამთრის ცივ, 100 დღე-ღამის განმავლობაში ათასობით ქართველი ქუჩაში გამოდის საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად.

„მათი მოთხოვნები ნათელია: ახალი დემოკრატიული არჩევნები; პრო-ევროპული გზა; ავტორიტარული მმართველობის დასრულება; რეპრესიების დასრულება.

ეს ეგზისტენციალური არჩევანია ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ქართველები ყველაფერს რისკავენ თავიანთი ევროპული მომავლისთვის. არ შეგვიძლია მათი მიტოვება.

ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს. ორმხრივი სანქციები საჭიროა ახლა: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ; „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ; მოსამართლეების, პოლიციისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე.

აღარავითარი დამალვა უნგრეთის ვეტოს უკან. ევროკავშირი-25-მა [ყველა წევრი სახელმწიფო სლოვაკეთისა და უნგრეთის გარდა] დაუყოვნებლივ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები. უმოქმედობის ყოველი დღე აძლიერებს ავტორიტარიზმს.

ქართველებს სჭირდებათ ევროპა ისევე, როგორც ევროპას სჭირდება საქართველო. დემოკრატიული საქართველო საკვანძოა შავი ზღვრის რეგიონში უსაფრთხოებისთვის. ახლა არის მოქმედების დრო,” - წერს იუკნევიჩიენე.

"ინტერპრესნიუსი"