ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მეორე შვილს ელოდებიან - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
ცნობილი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და მორაგბე დავით კაჭარავა მეორე შვილს ელოდებიან. ქეთიმ ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახურ გარემოში სქესის გაგების ცერემონიაა გადაღებული. ირკვევა, რომ წყვილს გოგონა ეყოლებათ.
ხატიაშვილი და კაჭარავა გასული წლის მარტში ბიჭის მშობლები გახდნენ. გააგრძელეთ კითხვა