"დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო... ხელისუფლებამ დაიწყო ჩვენი თვალთვალი" - რას წერს 19 წლის სანდრო ქინქლაძე - კვირის პალიტრა

"დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო... ხელისუფლებამ დაიწყო ჩვენი თვალთვალი" - რას წერს 19 წლის სანდრო ქინქლაძე

19 წლის სან­დრო ქინ­ქლა­ძემ, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს გა­იც­ნო, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ გა­უძ­ლო წნეხს, რო­მე­ლიც მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ქვე­ყა­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ტო­ვა.

"ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკ­ლედ ჯერ არ ვიცი რო­გორ გა­მო­მი­ვა ამ ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა მაგ­რამ და­ვი­წყებ - დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ვარ 2017 წლი­დან, რაც ბავ­შვთა სამ­ყა­რო და­იწ­ვა და ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და მე­ო­რედ როცა 2023 წლის 7 მარტს რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ დავ­დე­ქი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე. 17 წლის ასაკ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ რუ­სე­თის­კენ იმა­ზე ჩქა­რა მი­ვე­ქა­ნე­ბით ვიდ­რე ამას წარ­მო­ვიდ­გენ­დი. იმ დღის მერე არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, არ და­მის­ვე­ნია, ყო­ველ დღე ჩემს მაქ­სი­მუმს ვდებ­დი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. სი­ცი­ვე­ში, სი­ცხე­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ვი­დე­ქი. გააგრძელეთ კითხვა