როგორ განაიარაღა ყოფილმა მოკრივემ შეიარაღებული თავდამსხმელი ყაზახეთის აეროპორტში? - ვიდეო
52 წლის ყაზახმა მუსა აბდრაიმმა, რომელიც მონაწილეობდა ხელჩართულ ბრძოლაში, კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში, ალმათის აეროპორტის თანამშრომელი (ყაზახეთი) გადაარჩინა არაადეკვატური მამაკაცისგან, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.
შემთხვევა 7 მარტს დილით მოხდა. თავდაპირველად გოგონა უცნობმა მძევლად აიყვანა და თავის მოკვეთით დაემუქრა. მალე მუსა ჩაერია კონფლიქტში და გოგონას თავისუფლების სანაცვლოდ მძევლად აყვანა შესთავაზა. თავდამსხმელი დათანხმდა, რის შემდეგაც აბდრაიმოვმა ოსტატურად ამოიღო დანა და დამნაშავე გაანეიტრალა.