"თუ პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში 3 წლის ბავშვს მისდევ, ნაგავი ადამიანი ხართ“ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მას „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი, დაუპირისპირდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დე ვენსის განცხადებით, მას „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი დაუპირისპირდა, როდესაც 3 წლის ქალიშვილთან ერთად სეირნობდა.
„დღეს, როცა ჩემი 3 წლის ქალიშვილთან ერთად ვსეირნობდი, „სლავა უკრაინის“ მომიტინგეების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდა, ჩემი ქალიშვილი სულ უფრო ღელავდა და ეშინოდა“, - დაწერა ვენსმა X-ზე.
მისი თქმით, სიტუაციის განსამუხტად მომიტინგეებს გაესაუბრა და საუბარი, ძირითადად, თავაზიანი იყო.
„ეს, ძირითადად, თავაზიანი საუბარი იყო, მაგრამ თუ პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში 3 წლის ბავშვს მისდევ, ნაგავი ადამიანი ხართ“, - წერს ვენსი.
"ინტერპრესნიუსი"