პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკს პასუხობს: "უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ" - კვირის პალიტრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკს პასუხობს: "უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის, თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, სხვა მომწოდებლებს მოვიძიებთ"

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი Starlink-ის სისტემებთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებას ეხმაურე"ბა და აცხადებს, რომ თუ SpaceX არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, პოლონეთი სხვების მოძიებას დაიწყებს.

„უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთის გაციფროვნების სამინისტრო წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის. აგრესიის მსხვერპლის მუქარის ეთიკის გარდა, თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, სხვა მომწოდებლები მოვძებნოთ“, - წერს სიკორსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.

"ინტერპრესნიუსი"